სინდისის პატიმრების სამაგალითო დასჯის ოპერაცია და ერთადერთი პრეცედენტი
სინდისის პატიმრების სამაგალითო დასჯის ოპერაცია. მზად ვარ ყველაფრისთვის - ეს იყო ანატოლი გიაგურის მიმართვა იმ მოსამართლისადმი, რომელმაც პროევროპული აქციების მონაწილე ისევ ციხეში გაუშვა. მტკიცებულებებში, სადაც ჩანდა, რომ თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი თავს იცავდა, მოსამართლემ არ შეიმჩნია. ისევე, როგორც არ შეიმჩნია, როდესაც განსასჯელი პოლიციას ძალადობაში ამხელდა.
ხმაურით დასრულდა კიდევ ერთი პროცესი. ციხეში დატოვეს მათე დავიძეც, რომელსაც ასევე პოლიციელებზე თავდასხმას ედავებიან. ჩემი ოჯახი და ჩემი გიტარა მენატრება - ამბოდა დღეს 20 წლის მუსუკოსი. თუმცა კლანის მოსამართლემ ახალგაზრდა ბიჭი მრავალწლიანი ციხისთვის გაწირა. ერთდაერთი პრეცენდენტი დღეს მოსამართლე კობა ჩაგუნავამ დაუშვა, როდესაც დაუმორჩილებლობაში ბრალდებული დავით გედენიძე გაამართლა.
დეტალები ნახეთ, სოფო ნიაურის რეპორტაჟში.