სტუდენტების "აჯანყება" - სეუ-სა და სახელმწიფო უნივერსიტეტში სინდისის პატიმრების ბანერები ჩამოხსნეს

16.01.25 21:20
სტუდენტების "აჯანყება" - სეუ-სა და სახელმწიფო უნივერსიტეტში სინდისის პატიმრების ბანერები ჩამოხსნეს

სტუდენტების აჯანყება - ახალგაზრდები ბრძოლის ავანგარდში რჩებიან. ქვეყნის 6 უმაღლეს სასწავლებელში გაფიცვა გამოცხადებული.

სტუდენტები აუდიოტორებში იქნებიან მანამდე, ვიდრე 50 დღიანი სახალხო პროტესტის მთავარი მოთხოვნები არ შესრულდება. სასწავლებლების შენობებზე საპროტესტო მოწოდებებია გადმოფენილი, საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა სტუდენტების მიერ გაკრული საპროტესტო ბანერები ჩამოხსნა. სინდისის ერთ ერთი პატიმარი ირაკლი მიმინოშვილი სეუ-ს სტუდენტია, სოლიდარობის ნიშნად სტუდენტებმა - ეს ბანერები გააკერეს. თუმცა ნიღიანმა პირებმა ბანერები ჩამოგლიჯეს.  ადმინისტრციებმა მათი ჩამოხსნის გადაწყვეტილება ისე მიიღეს, რომ სტუდენტებს ახსნა განმარტებაც არ მისცეს.

საპროტესტო ბანერების უნივერსიტეტის ფასადზე დატოვება ვერ გაბედა ვერც ჯაბა სამუშიამ, გაკვრიდან 15 წთში ბანერები ჩამოხსნეს თბილისის სახლემწიფო უნიოვერსიტეტში.

დეტალები ნახეთ, გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები