აჭარის პოლიციის სამმართველოში თვითმკვლელობამდე მიყვანილი არასრულწლოვანის დაკითხვა დაიწყო

10.09.21 17:30
აჭარის პოლიციის სამმართველოში თვითმკვლელობამდე მიყვანილი არასრულწლოვანის დაკითხვა დაიწყო

დაკითხვების სერია აჭარის პოლიიცის მთავრ სამმართველოში. გამომძიებლები ახლა ადგენენ, რატომ აბულინგებდა მეზობელი სოციალურად დაუცველი ოჯახის არასრულწოვან შვილებს და რატომ მიიყვანა ბავშვები თვითმკვლელობამდე.

ამ წუთებში აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოში ხათუნა გიგაშვილისა და მისი არასრულწლოვანი შვილის დაკითხვა ფსიქოლოგის თანდასწრებით მიმდინარეობს. ტვ პირველის ინფორმაციით, დაკითხვაზე იმყოფებოდნენ ექსპერტ კრიმინალისტები და სასწრაფო დახმარების თანამშრომლები, რომლებმაც ბავშვის სხეულზე არსებული დაზიანებები შეისწავლეს. 

რაც შეეხება ფართის მეპატრონეს, ვის საცხოვრებელლ ფართშიც გიგაშვილი თავის შვილებთან ერთად უსასყიდლოდ ცხოვრობდა, დავით ციცქილაძე ტვ პირველთან საუბარში განმარტავს, რომ დაპირისიპირებისა და დავის შესახებ იცოდა და ამის შესახებ პოლიციაში არაერთი განცხადებაა შესული. 

ამ თვენახევრის განმავლობაში აჭარის პროკურატურას არ განუხორციელებია რაიმე ეფექტური ღონისძიება, პირიქით, ამ ხნის განმავლობაში მძიმე დანაშაულში ბრალდებული პირი, რომლის აღკვეთის ღონისძიებად გირაო იყო გამოყენებული, ყოველდღე ძალადობდა სოციალურად დაუცველი ოჯახის როგორც სრულწლოვან, ისე არასრულწლოვან წევრზე.  გენერალურ პროკურორთან 16 ივლისს, ხოლო აჭარის პროკურორთან მანამდე იყო საჩივარი შეტანილი, მაგრამ ფეხი ფეხზე ჰქონდათ გადადებული არაფერს აკეთებდნენ დანაშაულის აღსაკვეთად. - აცხადებს ბინის მეპატრონე.

ბავშვებზე ძალადობაში ბრალდებული მირანდა ნაკაშიძეა, მან ტვ პირველთან საუბარი არ ისურვა, მაგრამ მისი მეუღლე აცხადებს, რომ ეს გამოგონილი ბრალდებაა და მის ოჯახს სოციალურ დაუცველ ოჯახთან შეხება არ ჰქონია.