"ყველგან ბრაკონიერი, არსად თევზი" - თბილისში მეთევზეების, მონადირეებისა და მოლაშქრეების მარში მიმდინარეობს
თბილისში მეთევზეების, მონადირეებისა და მოლაშქრეების მარში მიმდინარეობს. "ყველგან ბრაკონიერი, არსად თევზი"; "89 ბრაკონიერი პარლამენტში" - ამ შინაარსის წარწერიანი პლაკატებით ისინი ამ წუთებში რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან.
პირველ რიგში ვითხოვთ ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას. მე ჩემი თვალით მაქვს ნანახი, როგრო გაყალბდა არჩევნები, ვიყავი დამკვირვებელი. ჩემთან ერთად ვინც იყო დამკვირვებელი, ყველამ დააფიქსირა ეს, რომ არჩევნები გაყალბდა. არის დაახლოებით 2000 ცოცხალი მოწმე, რომელიც დაადასტურებს, როგრო გაყალბდა არჩევნები", - ამბობს მარშის მონაწილე.
საქართველოში პროტესტის 50-ე დღეა. ასეთი ხანგრძლივი, ყოველ დღე სხვადასხვა ფორმის აქციები ქვეყანას არ ახსოვს. ეს არის საყოველთაო, სახალხო პროტესტი ათი ათასობით ადამიანის მონაწილეობით. საქართველოს გადარჩენისთვის ბრძოლაში ხალხი არ იღლება.