"თავისუფლება მზია ამაღლობელს... დაგვითმეთ ეთერი" - ჟურნალისტების აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან

16.01.25 20:50
"თავისუფლება მზია ამაღლობელს... დაგვითმეთ ეთერი" - ჟურნალისტების აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან

 

თავისუფლება მზია ამაღლობელს - ამ მოწოდებებით ქართველი ჟურნალისტები ჩვენი დაკავებული კოლეგის სოლლიდარობის აქციას საზოგადოებრივ მაუწყებელთან მართავენ.  

მედიის წარმომადგენლები ხალხის მიერ დაფინასნებულ ტელევიზიაში საეთერო დროს ითხოვენ, მათ შორის იმაზე სასაუბროდ, თუ რა ვითარებაში დააკავეს "ბათუმელების" დირექტორი და როგორ გახდა ის არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი პოლიციის მაღალჩინოსნის მხრიდან.

ერთადერთი მოთხოვნა გვაქვს საზოგადოებრივ მაუწყებელთან, დაუთმონ ეთერი მზია ამაღლობელის ადვოკატს. ჩვენ გვქონდა მცდელობა კომუნიკაციის საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობასთან, სამწუხაროდ, ისინი სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ. ამიტომ აქედან მივმართავ კიდევ - ჩვენ კოლეგები ვითხოვთ, ჩვენი დაკავებული კოლეგის შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად ეთერს სტუდიაში სასაუბროდ, სირცხვილია ამის თხოვნა რომ გვიწევს აქციის ფორმით. ამას ისინი ისედაც უნდა აკეთებდნენ", - ამბობს ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი. 

ცნობისთვის, მზია ამაღლობელი ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან 11 იანვარს მიმდინარე აქციის დროს, თავდაპირველად, ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.

გამოცემა "ბათუმელების" დამფუძნებელს რეჟიმმა ბრალი ოფიციალურად 13 იანვარს წარუდგინა. მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმის, 353-ე პრიმა მუხლით გაასამართლებენ. ბრალის დადგენილება პროკურორებმა ჟურნალისტს ბათუმის იზოლატორში გააცნეს. დაკავებული ქალი ახლა დუმილის უფლებას იყენებს. ჟურნალიტის ინტერესებს სასამართლოში "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იცავს. მუხლი, რომელიც მზია ამაღლობელს წარუდგინეს, 7 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს. 

 

მსგავსი სიახლეები