ბათუმელი მედროშე, თემურ ქათამაძე ისევ დააკავეს
ბათუმელი მედროშე, თემურ ქათამაძე უკანონო პატიმრობიდან გამოსვლის შემდეგ, ისევ დააკავეს.
დაკავების ამსახველ კადრებს აკაკი გვიანიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ბათუმის აქციის მთავარი მედროშე თემურ ქათამაძე თავდაპირველად 11 იანვარს 173-ე მუხლით აქციაზე დააკავეს, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
14 იანვარს სასამართლომ ქათამაძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.