ბათუმის საკრებულოს წევრი, ვაჟა დარჩია თავისუფალია

16.01.25 23:08
ბათუმის საკრებულოს წევრი, ვაჟა დარჩია თავისუფალია

ბათუმის საკრებულოს წევრი ვაჟა დარჩია თავისუფალია. დარჩიამ გადაცემა “რეაქციაში“დაკავების დეტალებსა და შემდგომ პროცესებზე ისაუბრა.

მისი თქმით, დაკავების დროს ძალადობას ჰქონდა ადგილი, თუმცა სამმართველოში არ გაგრძელებულა.

მადლობა ყველას, ვინც მგლიშემატკივრობდა. პროცესი ყევლანაირი ჩარჩოებიდანაა გასული, რაც ბათუმში ხდებოდა, ეს იყო რეპრესიების ტალღა, წითელი ტერორი, რომელსაც თბილისი შემდეგ ოცნება რეგიონებში აწყობს. ჩვენიდ აკავების მომენტი სრულიად უკანონო იყო, იქაც შეიკერა საქმეები, არ არსებობდა მტკიცებულება, ჩაატარეს სასამრთლო, სრული ცირკი დაიდგა და ყველამ ტყუილი ილაპარაკა, მოყვნენ ზღაპრები“, - განაცხადა დარჩიამ.

ცნობისთვის, დარჩია 11 იანვარს, ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მიმდინარე აქციაზე დააკავეს. მას სასამართლომ 5 -დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.