რეჟისორი დევიდ ლინჩი გარდაიცვალა
16 იანვარს 78 წლის ასაკში ამერიკელი რეჟისორი, მუსიკოსი და მსახიობი, დევიდ ლინჩი გარდაიცვალა.
დევიდ ლინჩი ოთხჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე. მის შემოქმედებას მიეკუთვნება ისეთი ფილმები, როგორიცაა ლურჯი ხავერდი (Blue Velvet), მულჰოლანდ დრაივი (Mulholland Drive), საშლელთავა (Eraserhead), გულით ველურნი (Wild at Heart), ადამიანი-სპილო (The Elephant Man).
რეჟისორის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მისმა ოჯახის წევრებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს.