უამინდობა საქართველოში - საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები ამოქმედდა

17.01.25 09:56
უამინდობა საქართველოში - საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები ამოქმედდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე და საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.