უფლებადამცველების საგანგებო განცხადება - ადვოკატები სინდისის პატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ
ადვოკატები სინდისის პატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ - უფლებადამცველებმა რამდენიმე წუთის წინ საგანგებო განცხადება გააკეთეს. იურისტებს მიაჩნიათ, რომ ქვეყანაში სამართალი აღარ არსებობს.
უკვე თვეებია ადვოკატები უსასყიდლოდ იცავენ დაკავებულების უფლებებს. ახლა კი როგორც თავად ამბობენ, დაიწყო დაჯარიმების ახალი სერია, რაც მოქალაქეებს ავტომატურად სამართლიანი დაცვის უფლების გარეშე ტოვებს.
ყოველდღიურად, ათეულობით თავისუფალ ადამიანს იბარებენ სასამართლოში, რომ სისტემამ რამენაირად, მათზე განახორციელოს რეპრესიები. ჩვენ კი ვიცით, რომ სასამართლო უნდა იყოს ადგილი, სადაც ადამიანები ნახავენ სამართალს, მაგრამ დღეს ყოველდღიურად სასამართლო ასრულებს პოლიტიკურ დაკვეთას და ცდილობს, შური იძიოს თავისუფალ ადამიანებზე. სისტემამ ათეულობით ადამიანი აიყვანა ტყვედ და გამოკეტა ციხეში, სასამართლომ კი შეასრულა პოლიტიკური დავალება და ყველას პატიმრობა მიუსაჯა მტკიცებულებების გარეშე. ჩვენ, ადვოკატები ვიბრძოლებთ ბოლომდე, რომ ეს ადამიანები გათავისუფლდნენ და რაც შეიძლება მალე დაუბრუნდნენ ოჯახს, მაგრამ სინდისის პატიმრების გათავისუფლება მხოლოდ ქართველ ხალს შეუძლია. მათი თავისუფლების ხაზი გადის სწორედ აქ, რუსთაველზე. თავისუფლება რუსული რეჟიმის პოლიტიკურ ტყვეებს!“ - განაცხადა ტყეშელაძემ.