"გააგონე სიმართლე რეჟიმის დამცველებს" - 14:00 საათზე, ავლაბარში, აქცია გაიმართება

17.01.25 12:09
"გააგონე სიმართლე რეჟიმის დამცველებს" - 14:00 საათზე, ავლაბარში, აქცია გაიმართება

"გააგონე სიმართლე რეჟიმის დამცველებს" - ამ სლოგანით დღეს საპროტესტო აქციაა დაანონსებული. მოქალაქეები შეკრებას 14:00 საათზე, ავლაბარში, ფაღავას ქუჩის ექვს ნომერში დაიწყებენ.

საპროტესტო აქციის მიზანი სახალხო დამცველის ქმედებების დაგმობაა. მოქალაქეებს მიაჩნიათ, რომ ლევან იოსელიანი ხალხის ინტერესების დასაცავად არასაკმარისად მუშაობს და მისი განცხადებებით, "ქართული ოცნების" პროპაგანდის გაძლიერებას ეხმარება.