"კეთროვანი სიაა, ამაში მოხვედრილ კომპანიებს არც ბიზნესის და არც პოლიტიკის სამყაროში აღარავინ ელაპარაკება" - ქადაგიძე ბრიტანულ სანქციებზე
ბრიტანელი პოლიტიკოსების მხრიდან ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნას ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე "პირველებთან" აფასებს.
გიორგი ქადაგიძეს მიაჩნია, რომ რუსული ინტერესების გატარების გამო "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის შავ სიაში შეყვანა ქართველი ოლიგარქის კომპანიებს სრულ იზოლაციაში მოაქცევს.
"ამ სიაში მოხვედრილ კომპანიებს თუ ადამიანებს აღარ ელაპარაკება არავინ არც ბიზნესის სამყაროში, არც პოლიტიკის სამყაროში" - აცხადებს გიორგი ქადაგიძე.
ეს არის კეთროვანთა სია. არ არის მარტივი ამბავი არა მარტო მათთვის, არამედ მათი ოჯახის წევრებისთვის. მათი შვილები დასავლეთში სწავლობენ და რომც არ სწავლობდნენ, რეპუტაციულად კატასტროფაა, როდესაც მაგნიტსკის სიაში ხვდები, ან ფინანსური სანქციები გეკისრება რუსული ინტერესების გატარების გამო. გავა წლები, დასრულდება რეჟიმი, მაგრამ ამ სიაში ადამიანები, კომპანიები ჯგუფები რჩებიან სამუდამოდ. ამ სიაში მოხვედრილ კომპანიებს თუ ადამიანებს აღარ ელაპარაკება არავინ არც ბიზნესის სამყაროში, არც პოლიტიკის სამყაროში", - ამბობს გიორგი ქადაგიძე.
ამერიკის შეერთებული შტაბების შემდეგ დიდი ბრიტანეთი - გაერთიანებული სამეფოს დეპუტატები მთავრობას საქართველოში დემოკრატიის შელახვისთვის და რუსეთის გავლენის გაღრმავებისთვის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას სთხოვენ.
ბრიტანელი პოლიტიკოსები გაერთიანებულ სამეფოს საქართველოსთან სტრატეგიული ურთიერთობების გადახედვისკენაც მოუწოდებენ.
ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ დეპუტატები ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენებას კატეგორიულად გმობენ.