ტვ პირველზე გასული სიუჟეტის შემდეგ ბათუმში ბავშვზე ძალადობაში ბრალდებული დააკავეს

10.09.21 18:05
ტვ პირველზე გასული სიუჟეტის შემდეგ ბათუმში ბავშვზე ძალადობაში ბრალდებული დააკავეს

ტვ პირველზე გასული სიუუჟეტისა და ძალადობის სავარაუდო მსხვერპლის გამოკითხვის შემდეგ ბათუმში არასრულწლოვნის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით სამართალდამცველებმა მირანდა ნაკაშიძე დააკავეს.

დაკავებულის და, თამუნა ნაკაშიძე, ამბობს, რომ საქმე შეკერილია, ბავშვი და მისი დედა კი იმ ბინის თანამესაკუთრემ გამოიყენა, რომლის ბინაშიც ხათუნა გიგაშვილი არასრულწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობს.

ნაკაშიძის დაკავების ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. გომელაურის უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანას გულისხმობს.