გვიანიძე: "სამტრედიის იზოლატორში პოლიტპატიმრების გულშემატკივრების საკვებს არ იღებენ და ერთჯერადი სუპის ამარა ტოვებენ"
ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი გახარიას პარტიიდან, აკაკი გვიანიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ სამტრედიის იზოლატორში პოლიტიკური პატიმრის გამწარების ახალ ხერხს მიაგნეს.
"როდესაც დაკავებულთან გულშემატკივრებს საკვები მიაქვთ არ იღებენ და შემდეგ ერთჯერადი სუპის ამარა ტოვებენ" - იტყობინება აკაკი გვიანიძე და საქართველოს სახალხო დამცველს მიმართავს.
სამტრედიის იზოლატორში პოლიტიკური პატიმრის გამწარების ახალი ხერხისთვის მიუგნიათ. როდესაც დაკავებულთან გულშემატკივრებს საკვები მიაქვთ, არ იღებენ, იმდენი საჭმელი აქვს, იქეთ გაგატანთო - ეუბნებიან და შემდეგ ერთჯერადი სუპის ან ხორცის უგემური კონსერვის ამარა ტოვებენ დღეების მანძილზე. დაინტერესდით ამ სამარცხვინო და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებით!", - წერს აკაკი გვიანიძე.