თემურ ქათამაძემ იზოლატორში შიმშილობა დაიწყო

17.01.25 13:09
თემურ ქათამაძემ იზოლატორში შიმშილობა დაიწყო

ბათუმელმა მედროშემ, თემურ ქათამაძემ, რომელიც 16 იანვარს დააკავეს, შიმშილობა დაიწყო - ამის შესახებ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი გახარიას პარტიიდან, აკაკი გვიანიძე სოციალურ ქსელში წერს.

შემატყობინეს, რომ ჩვენმა მედროშემ, მუჰაჯირთა შთამომავალმა, საქართველოსთვის და უსამართლობასთან მებრძოლმა თემურ ქათამაძემ იზოლატორში შიმშილობა დაიწყო". - წერს აკაკი გვიანიძე.