ფინანსისტი ვარაუდობს, რომ დიდი ბრიტანეთის სანქციების შემდეგ, ივანიშვილის ოფშორულ კომპანიებშიც დაიწყება რღვევა

17.01.25 13:30
ფინანსისტი ვარაუდობს, რომ დიდი ბრიტანეთის სანქციების შემდეგ, ივანიშვილის ოფშორულ კომპანიებშიც დაიწყება რღვევა

ბიძინა ივანიშვილს ბრიტანული სანქციები უახლოვდება - ეკონომისტები პირდაპირ ამბობენ, რომ ამერიკული სანქციების შემდეგ, ბრიტანული უდიდეს გავლენას მოახდენს მის ბიზნესზე და რეპუტაციულად ეს იქნება გამანადგურებული.

იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული სანქციები არა მხოლოდ ივანიშვილს, არამედ მის გარემოცვასაც შეეხება, ეს იქნება უდიდესი დარტყმა მათთვის, თუმცა, ეკონომისტების თქმით, ეს უდიდეს გავლენას ქართულ ეკონომიკაზე არ მოახდენს და ქართული ეკონომიკა გადარჩება, მაგრამ  არცერთ ბიზნესმენს და კომპანიას მასთან თანამშრომლობა აღარ მოუნდება და არ ჩადებენ ინვესტიციებს საქართველოში.

ფინანსისტი, გიგა ბედინეიშვილი ამბობს, რომ დიდი ბრიტანეთის სანქციების შემდეგ, დიდი ალბათობით, ივანიშვილის ოფშორულ კომპანიებშიც დაიწყება რღვევა, რადგან მასთან თანამშრომლობა არცერთ პირს აღარ მოუნდება.

ბევრი თვალსაზრისით დამაზიანებელი იქნება ბრიტანეთის მიერ მიჩნევა ივანიშვილის აბსოლუტურად მიუღებელ პერსონად. პარალიზების ეფექტი ექნება, რადგან ამ კომპანიებში დირექტორები ჰყავს, რომლებიც როგორც წესი, ამ ზონებში ლიცენზირებული ადამიანები არიან. მათ ერთი სული აქვთ როგორ დისტანცირდნენ ივანიშვილთან. დარწმუნებული ვარ, შიგნით უკვე დაწყებულია პროცესი, დირექტორებს უნდათ გადადგომა, არის ხვეწნა-მუდარა, ასე რომ ფაქტობრივად, მას მოუწევს ამ ზონებიდან თავისი ეკონომიკური ინტერესების გამოტანა. დამაგრეველი ეფექტი ექნება სინამდვილეში“, - ამბობს ბედინეიშვილი.

ამერიკის შეერთებული შტაბების შემდეგ დიდი ბრიტანეთი - გაერთიანებული სამეფოს დეპუტატები მთავრობას საქართველოში დემოკრატიის შელახვისთვის და რუსეთის გავლენის გაღრმავებისთვის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას სთხოვენ

ბრიტანელი პოლიტიკოსები გაერთიანებულ სამეფოს საქართველოსთან სტრატეგიული ურთიერთობების გადახედვისკენაც მოუწოდებენ. 

ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ დეპუტატები ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენებას კატეგორიულად გმობენ.