სასამართლომ მანანა მიქავა 5 000 ლარით დააჯარიმა

17.01.25 14:48
სასამართლომ მანანა მიქავა 5 000 ლარით დააჯარიმა

საპროტესტო აქციაზე ფეიერვერკის გამოყენებისთვის დაკავებული მანანა მიქავა ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 5 000 ლარით დააჯარიმა.

მასწავლებელი სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე მუხლის დარღვევისთვის, რაც პიროტექნიკის გამოყენებას გულისხმობს. 

ცნობისთვის, ზუგდიდის პოლიციასთან მასწავლებელი მიკო მიქავა 16 იანვარს დააკავეს. 

მსგავსი სიახლეები