სახალხო დამცველი არის ამ ხელისუფლების პროპაგანდის ნაწილი - ომბუდსმენის ყოფილი მოადგილე
სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე, ეკა სხილაძე, რომელიც ომბუსმენის ოფისთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფება, ამბობს, რომ “სახალხო დამცველი არის ამ ხელისუფლების პროპაგანდის ნაწილი და აჟღერებს იმ მესიჯებს, რაც მნიშვნელოვანია ამ ძალადობრივი რეჟიმის ფუნქციონირებისთვის.“
მისივე თქმით, უფლებადამცველები დღეს იმისთვის შეიკრიბნენ, რომ “სახალხო დამცველს გააგონონ ხმა და ის დაუბრუნდეს ადამიანის უფლებების დაცვის რელსებს.“
“ის კარს უკეტავს ყველა განსხვავებულ მოსაზრებას, რომელიც საწინააღმდეგოა ამ რეჟიმის პროპაგანდისტული მესიჯბოქსისგან“, - ამბობს სხილაძე
აქ ხალხი დღეს იმისთვის შეიკრიბა, რომ კიდევ ერთხელ გააგონოს ხმა. იოსელიანმა ეს კარგად იცის, რომ იყო სისტემური წამება, განა არ იცის, რომ არჩევნები გაყალბდა, მინიმუმ, ის ბიულეტენი, რომელიც თვითონ შემოხაზა, კარდგად აჩვენებდა, რომ ხმის ფარულობა არ იყო დაცული. უფლებადამცველები აქ იმიტომ შეიკრიბნენ, რომ ეს არის ბოლო მცდელობა, სახალხო დამცველი დაუბრუნდეს ადამიანის უფლებების დაცვის რელსებს, რასაც სამწუხაროდ ვერ ვხედვათ და უფრო მეტიც, ვხედავთ იმას, რომ მოქალაქეები, რომლებსაც სურდათ მისთვის ყვავილების დატოვება ფოიეში არ შეუშვეს. ის კარს უკეტავს ყველა განსხვავებულ მოსაზრებას, რომელიც საწინააღმდეგოა ამ რეჟიმის პროპაგანდისტული მესიჯბოქსისგან“, - განაცხადა ეკა სხილაძემ.
სახალხო დამცველის ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა ადგილზე არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები მიიტანეს, რომელიც მათი თქმით, კანცელარიაში უნდა ჩააბარონ, რათა ლევან იოსელიანმა ნახოს, რომ არჩევნები ნამდვილად გაყალბდა.
ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველებიც, რომლებიც ლევან იოსელიანის ოფისს იცავენ.