"ხელოვნების ბედი ტოტალიტარულ რეჟიმში" - სამხატვრო აკადემიაში გაფიცული სტუდენტებისთვის ლექცია მიმდინარეობს
პროტესტი გრელდება სამხატვრო აკადემიაშიც - ამ წუთებში გაფიცული სტუდენტების მხარდასაჭერად უნივერსიტეტში ლექციას ხელოვნებათმცოდნოების ლექტორი კითხულობს.
"ხელოვნების ბედი ტოტალიტარულ რეჟიმში" - ასე ეწოდება საგანგებოდ შერჩეულ სალექციო თემას, რომელსაც ქრისტინე დარჩია ადგილზე შეკრებილ ახალგაზრდებს აცნობს.
სამხატვრო აკამედიის სტუდენტები "პირველებთა" ამბობენ, რომ მათი მთავარი მოთხოვნა ხელახალი არჩევნების დანიშვნა და რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებაა.
ხელოვანი ადამიანები ვართ ყველაზე მედგრად თავისუფლების სამსახურში და გვგონია, რომ ჩვენ ყველაზე უკეთ უნდა გვესმოდეს, რა მძიმეა, როცა გართმევენ თავისუფლებას და ამის გამო არ ვაპირებთ ფარხმლის დაყრას. ჩვენი მოთხოვნები არის საერთო, ხელახალი არჩევნები და სისტემის ტყვეების გათავისუფლება", - ამბობს ერთ-ერთი სტუდენტი.