სახალხო დამცველმა, ჩემი საქმის შეწყვეტის შემდეგ, საქმის განმხილველი თანამშრომელი დააწინაურა - შსს-ს ყოფილი თანამშრომელი

17.01.25 15:58
სახალხო დამცველმა, ჩემი საქმის შეწყვეტის შემდეგ, საქმის განმხილველი თანამშრომელი დააწინაურა - შსს-ს ყოფილი თანამშრომელი

შსს-ს ყოფილი თანამშრომელი, გოგა რაზმაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ სახალხო დამცველმა, მისი საქმის განმხილველი რიგითი თანამშრომელი დააწინაურა, რის შემდეგაც დეპარტამენტის უფროსი გახდა.

რაზმაძე ამბობს, რომ მისი საქმის მეორე ნაწილის შესწავლა დაევალა ვინმე ლიკა წიკლაურს, რომლის ქმარიც შსს-ს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტში ალექსანდრე დარახველიძემ, კონკურსის გარეშე დაასაქმა.

მისი თქმით, სახალხო დაცმველი მას დაჰპირდა, რომ შეხვდებოდა, თუმცა მოგვიანებით გაქრა და თავის ფბ გვერდზე დაბლოკა.

სახალხო დამცველმა, ჩემი საქმის შეწყვეტის შემდეგ, საქმის განმხილველი რიგითი თანამშრომელი, ანა კვაჭაძე (ალექსანდრე დარახველიძის ცოლის მეგობარი), დააწინაურა, რის შედეგადაც ის მალევე გახდა დეპარტამენტის უფროსი. აღნიშნულის შემდეგ, ანამ შეწყვიტა კრიტიკული პოსტების გამოქვეყნება, მათ შორის, ე.წ. რუსულ კანონთან დაკავშირებით.
ჩემი საქმის მეორე ნაწილის (გამოხატვის თავისუფლების კომპონენტი) შესწავლა დაევალა ალექსანდრე დარახველიძის კურსელს, ლიკა წიკლაურს (სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსი), რომლის ქმარი, ჩემი საქმის შესწავლის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე შსს-ს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტში დაასაქმა ალექსანდრე დარახველიძემ, კონკურსის გარეშე.
სახალხო დამცველი დამპირდა, რომ შემხვდებოდა, თუმცა მოგვიანებით გაქრა და თავის ფბ გვერდზე დამბლოკა კიდეც
", - წერს რაზმაძე.

შეგახსენებთ, რომ რაზმაძე სამსახურიდან 2023 წლის 10 ნოემბერს გაათავისუფლეს. გომელაურის უწყებამ გოგა რაზმაძეს ტვ პირველის ოპერატორზე, ლექსო ლაშქარავაზე გამოქვეყნებული პოსტი და რუსული კანონის დაგმობა არ აპატია.

გოგა რაზმაძემ ამ საკითხზე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. სარჩელით იგი ითხოვდა გათავისუფლების უკანონოდ ცნობას, სამსახურში აღდგენას, დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენასა და მორალური ზიანის ანაზღაურებას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 21 დეკემბრის განჩინებით, დაკმაყოფილდა გოგა რაზმაძის მოთხოვნა დროებითი განჩინების მიღების თაობაზე. სასამართლომ სრულად გაიზიარა მოსარჩელის მოთხოვნა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასამართლოს დავის გადაწყვეტამდე გოგა რაზმაძის პოზიციაზე სხვა პირის დანიშვნა აუკრძალა.

მსგავსი სიახლეები