მზია არის სამაგალითოდ დასჯილი იმისთვის, რომ შეგვეშინდეს და შევწყვიტოთ ჩვენი საქმიანობა- მაკა ჩიხლაძე

17.01.25 16:22
მზია არის სამაგალითოდ დასჯილი იმისთვის, რომ შეგვეშინდეს და შევწყვიტოთ ჩვენი საქმიანობა- მაკა ჩიხლაძე

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ჟურნალისტ მზია ამღლობელის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს - ადგილზე კრიტიკული მედიის წარმომადგენლები არიან შეკრებილები. როგორც "ტვ პირველის" ჟურნალისტი, მაკა ჩიხლაძე ამბობს, ამაღლობელის დაკავებით, ხელისუფლებას უნდა ყველას აჩვენოს, რომ ჟურნალისტების გისოსებს მიღმა აღმოჩენა ჩვეულებრივი ამბავია და “ბათუმელების“ რედაქტორი სწორედ ამისთვის, სამაგალითოდ არის დასჯილი.

“მზია არის სამაგალითოდ დასჯილი, რომ შეგვეშინდეს, ან შევწყვიტოთ ჩვენი საქმიანობა, ან შევარბილოთ ჩვენი ტონი, ან საერთოდაც გამოვეთიშოთ იმ პროცესებს, რაც ქვეყანაში ხდება“, - ამბობს "ნოდარ მელაძის შაბათის" გუნდის წევრი.

ხელისუფლების მიზანი იყო, პირველ რიგში ჩვენი კოლეგებისთვის ეჩვენებინა, რომ ჩვენი ცემა ქუჩაში მოსულა, ახლა იმის ჩვენება უნდა, რომ გისოსებს მიღმაც შეიძლება აღმოვჩნდეთ და მზია არის სამაგალითოდ დასჯილი, რომ შეგვეშინდეს, ან შევწყვიტოთ ჩვენი საქმიანობა, ან შევარბილოთ ჩვენი ტონი, ან საერთოდაც გამოვეთიშოთ იმ პროცესებს, რაც ქვეყანაში ხდება. მე დარწმუნებული ვარ, არავინ აპირებს ამას და პირიქით, ვმუშაობთ იმაზე, როგორ დავამარცხოთ დიქტატორი. ეს უნდა გაკეთდეს აუცილებლად მზიასთვის და მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის, იმიტომ რომ სხვაგვარადა ამ ქვეყანაში, მარტო მედიიისთვის კი არა, თავისუფალი ადამიანისთვის იქნება ცხოვრება და არსებობა შეუძლებელი“, - განაცხადა ჟურნალისტმა მაკა ჩიხლაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გამოცემა "ბათუმელების" დირექტორის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს - ადგილზე კრიტიკული მედიის წარმომადგენლები არიან შეკრებილები, რომლებიც მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვენ.

პროტესტის რეჟიმში გადასული ჟურნალისტები არაადამიანურ მოპყრობაში მხილებული პოლიციის მაღალჩინოსნისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებასაც მოითხოვენ.

"მედიასთან ომს ვერ მოიგებთ" - სკანდირებენ პროტესტის ავანგარდში მოქცეული მოქალაქეები, რომელთაც ადგილზე ბანერები აქვთ მიტანილი შინაარსით, როგორ დავამარცხოთ დიქტატორი.

მსგავსი სიახლეები