თავისუფალი ბიზნესის საგანგებო შეკრება - ბიზნესმენები ეკონომიკური კრიზისიდან გამოსავლის გზებზე იმსჯელებენ
თავისუფალი ბიზნესის წარმომადგენლების საგანგებო შეხვედრა იწყება. 2400- ზე მეტი ბიზნესმენი, რომელმაც საერთო განცხადებას ხელი მოაწერა, ახალი არჩვენების დანიშვნასა და პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნაზე, ამბობს, რომ პოლიტიკური კრიზისი უკვე ეკონომიკურში გადაიზარდა და ქვეყანა შედის ჩიხში.
ბიზნესმენები აპირებენ დღევანდელ შეხვედრაზე იმსჯელონ და გაიაზრონ, რა არის გამოსავალი ამ კრიზისიდან.
შეხვედრაზე იმყოფება ბიზნესმენი თემურ ჭყონია, რომელიც მიიჩნევს, რომ მდგომარეობიდან გამოსავლის ფორმულა ახალი არჩევნებია და ის სხვა გამოსავალს ვერ ხედავს.
ის ღიად ამბობს, რომ დღეს სრული გაუგებრობაა, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს ქვეყანაში მდგომარეობას.
შეფასება ძალიან რთულია, რადგან გაუგებრობაში ვართ, იზოლაციისკენ დიდი რისკია და თითქმის, ვართ კიდევაც. ის განცხადებები, რომ საუბრობენ, თითქოს ყველაფერი კარგად იქნება დ განცხადებები, რომ ვისაც კანონები და წესები არ მოგწონთ, წადით ქვეყნიდან, ძალიან შეურცხმყოფელია, რადგან, მერწმუნეთ, რომ ჩვენზე დგას ეს ქვეყანა. როცა სახელმწიფო საუბრობს, რომ ეკონომიკის ზრდა არის 6 პროცენტი და პარლამენტი ტაშს უკრავს, უნდა გადმოიხედოს ჩვენკენაც“, - ამბობს ჭყონია.
ბიზსნესს არ სჯერა რეჟიმის პროგნოზების, ეკონომიკური ზრდის შესახებ. ისინი ბევრად უფრო მძიმე სურათს ხედავენ.
როგორც ისინი ამბობენ, ყველაზე მეტად ჰორეკას სექტორს დაეტყო და ახლა უკვე სხვა სექტორებზეც ელიან დარტყმას.
ჯერ კიდევ არ ასახულა ის პოლიტიკური კრიზისი ჩვენს ეკონომიკაზე, რაშიც საქართველოა შესული, თუმცა, ყველა მჩვენებელი მიუთითებს, რომ წელს ჩვენ არც თუ ისე მარტივი წელი გვექნება. იქიდან გამომდინარეც, რომ ნოემბერ-დეკემბერში უკვე ვნახეთ ტურიზმის ციფრები, იანვარშიც უკეთესი არ არის. ამას ემატება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან შემოდინებების შემცირება, ასევე პირდაპირი ინვესტიციების შემცირება. რეალურად, კითხვის ნიშნები ისმება, იმ ციფრებთან დაკავშირებით, რომლებზედაც მთავრობას აქვს აწყობილი 2025 წლის ბიუჯეტი და გათვალისწინებული აქვთ 6 პროცენტიანი ზრდა, რაც არარეალისტურად ჩანს და ისმება კითხვა, როგორი რეაქცია ექნება ეკონომიკას, ამ კრიზისთან დაკავშირებით.
ჩვენი მიზანია ახალი არჩევნები. ნებისმიერი წნეხი, რომელიც დააჩქარებს ახალ არჩევნებს, ქვეყნისთვის დადებითია“, - განაცხადა ნიკა გილაურმა.
“პირველების“ ინფორმაციით, შეხვედრაზე ის ბიზნესმენებიც არიან მიწვეულნი, ვინც არ უერთდებიან ახალი არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნას.