"ჩვენი მოთხოვნაა აგენტ-პროვოკატორ ირაკლი დგებუაძისთვის უფლებამოსილების შეჩერება" - ზურა ვარდიაშვილი

17.01.25 17:22
"ჩვენი მოთხოვნაა აგენტ-პროვოკატორ ირაკლი დგებუაძისთვის უფლებამოსილების შეჩერება" - ზურა ვარდიაშვილი

"ჩვენი მოთხოვნაა აგენტ-პროვოკატორ ირაკლი დგებუაძისთვის უფლებამოსილების შეჩერება" - ამის შესახებ განცხადება გამოცემა "პუბლიკას" რედაქტორმა, ზურა ვარდიაშვილმა პროკურატურასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გააკეთა. 

"მედიასთან ომს ვერ მოიგებთ" - კრიტიკული მედიის წარმომადგენლების პროტესტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობიდან პროკურატურასთან გადაინაცვლა. 

მიკროფონების ნაცვლად ჟურნალისტებს ხელში დღეს საპროტესტო ბანერები უჭირავთ და როგორც "ბათუმელების" დირექტორის, მზია ამაღლობელის გათავისუფლებას, ასევე არაადამიანურ მოპყრობაში მხილებული პოლიციის მაღალჩინოსნისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვენ. 

მსგავსი სიახლეები