"სოლიდარობა გამოუცხადეთ თქვენს სტუდენტებს" - უნივერსიტეტებში დაწყებული პროტესტი ახალ მასშტაბებზე გადის

17.01.25 17:39
"სოლიდარობა გამოუცხადეთ თქვენს სტუდენტებს" - უნივერსიტეტებში დაწყებული პროტესტი ახალ მასშტაბებზე გადის

უნივერსიტეტებში დაწყებული პროტესტი ახალ მასშტაბებზე გადის - პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების და ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნას საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის, შავი ზღვის უნივერსიტეტისა და სამხატვრო აკადემიის სტუდენტებიც უერთდებიან. 

პროტესტის რეჟიმში გადასული სტუდენტები უნივერსიტეტის დერეფნებში ხმის გამაძლიერებლებით ხელში დადიან და საკუთარ თანატოლებს და ლექტორებს მოუწოდებენ, შეუერთდნენ საყოველთაო სახალხო მოთხოვნებს.

"თქვენი სტუდენტები უკანონო პატიმრობაში არიან. თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს. სოლიდარობა გამოუცხადეთ თქვენს სტუდენტებს" - სკანდირებენ ახალგაზრდები.