გორში, ხანძარს მატარებლის სადგურის დარაჯი ემსხვერპლა
გორში, მატარებლის სადგურის დარაჯი ხანძარს ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, დარაჯს შენონაში ელექტროგამათბობელი ჰქონდა ჩართული, რამაც ხანძარი გამოიწვია.
შემთხვევის ადგილას მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ადგილზე რჩებიან სამართალდამცველები.