უილსონი: მოვუწოდებ ბრიტანელ მოკავშირეებს, დაუყოვნებლივ დაუწესონ სანქციები ივანიშვილს, მის ოჯახსა და მის ხელშემწყობთა ქსელს!

17.01.25 18:21
უილსონი: მოვუწოდებ ბრიტანელ მოკავშირეებს, დაუყოვნებლივ დაუწესონ სანქციები ივანიშვილს, მის ოჯახსა და მის ხელშემწყობთა ქსელს!

"ჰელსინკის კომისიის" თავმჯდომარე ჯო უილსონი დიდი ბრიტანეთს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის და მისი გარემოცვის დასანქცირებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ კონგრესმენი X-ზე წერს.

"მოვუწოდებ ჩვენს ბრიტანელ მოკავშირეებს, დაუყოვნებლივ სანქციები დაუწესონ CCP-ის (ჩინეთის კომუნისტური პარტიის) მეგობრებს ბიძინა ივანიშვილს, მის ოჯახსა და მის ხელშემწყობთა ქსელს! მადლობელი ვარ, რომ ვიქნები კონგრესის გაერთიანებული სამეფოს ჯგუფის თანათავმჯდომარე", - წერს უილსონი.

შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული სამეფოს დეპუტატები მთავრობას საქართველოში დემოკრატიის შელახვისთვის და რუსეთის გავლენის გაღრმავებისთვის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას სთხოვენ. ბრიტანელი პოლიტიკოსები გაერთიანებულ სამეფოს საქართველოსთან სტრატეგიული ურთიერთობების გადახედვისკენაც მოუწოდებენ.