ძალადობა სინდისის პატიმრის ცოლზე და ნაადრევად შეწყვეტილი ორსულობა - რეჟიმის კიდევ ერთი მსხვერპლის შოკისმომგვრელი ამბავი

17.01.25 20:24
ძალადობა სინდისის პატიმრის ცოლზე და ნაადრევად შეწყვეტილი ორსულობა - რეჟიმის კიდევ ერთი მსხვერპლის შოკისმომგვრელი ამბავი

 

 

რეჟიმის კიდევ ერთი მსხვერპლი - სინდისის პატიმრის ცოლს ორსულობა სტრესის გამო შეუწყდა. ანრი კვარაცხელიას მეუღლე პოლიციას ფიზიკურ ძალადობასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს. 

შოკისმომგვრელ ამბავს ნუცა ერემიანი "პირველებს" უყვება და ამბობს, რომ სასტიკი მოპყრობის შედეგად ნაყოფი დაკარგა. დაზარალებულის თქმით, ანგარიშსწორების მსხვერპლი მაშინ გახდა, როცა ქმრის დასაკავებლად რეჟიმის პოლიციელები სახლში შეცვიდნენ, სინდისის პატიმარს ანრი კვარაცხელიას ხელბორკილები დაადეს, მის ორსულ ცოლს კი ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც ერემიანი ამბობს,  მას პოლიციელი ყელში წვდა და საწოლზე გადააგდო.

ქალის თქმით, იყო ძალადობის კიდევ ერთი ეპიზოდი, როდესაც ერემიანს დაკავებულ ქმართან მიახლოება სურდა, რუსული ომონი ამის საშუალებას არ აძლევდა და მის წინააღმდეგ ძალას იყენებდა.  ამ მძიმე მოვლენების  დროს სახლში სულ 15 პოლიციელი იმყოფებოდა  და 15-ვე ამ დრომდე თავისუფალია. კოკა კაციტაძეს არც არავინ გამოუკითხავს და არც არავინ დაუკავებია.  შოკისმომგვრელი ამბის გასაჯაროვებიდან დიდი დრო გავიდა, მაგრამ სპეციალური საგამოძიებო სამსახური ისევ დუმს.

დეტალები ნახეთ, ნინო ღევდაშვილის რეპორტაჟში.