“ზევიდან" ითხოვენ, საბუთები უკან გაიხმე, წინააღმდეგ შემთხვევაში შენ და შენს ოჯახს პრობლემები გექნებათო- ბსუ-ს რექტორობის კანდიდატი
ბსუ-ს რექტორობის კანდიდატი, არჩილ გუჩმანიძე წერს, რომ მას შემდეგ, რაც რექტორობის კანდიდატად დარეგისტრირდა, “კეთილისმსურველები“ დაუკავშირდნენ და დაემუქრნენ, თუ საბუთებს უკან არ გაიტანდა, მას და მისი ოჯახის წევრებს პრობლემები შეექმნებოდათ.
გუჩმანიძის თქმით, გადაწყვეტილების მისაღებად, ვადა დღეს საღამომდე მისცეს.
“მივიღე გადაწყვეტილება და ვეუბნები ქოცებს, გელოდებით 21 იანვარს, 14:00 საათზე რექტორის არჩევნებზე“, - წერს გუჩმანიძე.
ის მედიასაშუალებებს სთხოვს, პირდაპირ რეჟიმში გადასცენ რექტორის არჩევნები, ხოლო დასრულების შემდეგ, მისცენ შესაძლებლობა კომენტარი გააკეთოს.
დღეს ჩემი პოსტის გამოქვეყნებიდან 3 საათში დამიკავშირდნენ ,,კეთილისმყოფელები" და გადმომცეს: ,,ზევიდან" ითხოვენ, რომ შენ საბუთები უკან გამოიხმოო, ან არჩევნებში მონაწილეობა შეუმჩნევლად მიიღო, პოსტები წაშალოო და ა.შ, წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემები გექნებაო, შენ ან შენი ოჯახის წევრებსო. დღეს საღამომდე მომცეს ვადა გადაწყეტილების მიღების. ხოდა დღეს საღამოს მივიღე გადაწყვეტილება და ვეუბნები ქოცებს გელოდებით 21 იანვარს 14 საათზე რექტორის არჩევნებზე, ვთხოვ მედია საშუალებებს დეტალურად გააშუქეთ პროცესი, ლაივში გადაეცით კანდიდატების გამოსვლა. არჩევნების დასრულების შემდგომ მომეცით საშლება გავაკეთო კომენტარი, ბევრ საინტერესო რაღაცეებს გიამბობთ. ვთხოვ ყველა ბსუ-ელს , აკადემიურ პერსონალს დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია, უნივერსიტეტს ვკარგავთ! უნივერსიტეტს გვართმევენ!
ვფიქრობ, უახლოეს დღეებში პროვოკაციებს მომიწყობენ, ჩემთან მოდით, მზად ვარ, ოჯახს თავი დაანებეთ.
მინდა გავაფთხილო ,,იცის ვინც" - ჩემს ოჯახის რომელიმე წევრს, თმის ღერი რომ ჩამოუვარდეს..... იცი ამას არავის არ შევარჩენ!, - წერს გუჩმანიძე.
გუჩმანიძემ რამდენიმე საათით ადრე გამოაქვეყნა პოსტი და წერდა, რომ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატად დარეგისტრირდა.