გამოფხიზლდით - იურისტები, ფსიქოლოგები, მასწავლებლები და ჟურნალისტები მარშისთვის ემზადებიან

17.01.25 19:42
გამოფხიზლდით - იურისტები, ფსიქოლოგები, მასწავლებლები და ჟურნალისტები მარშისთვის ემზადებიან

იურისტები, ფსიქოლოგები, მასწავლებლები და ჟურნალისტები მარშისთვის ემზადებიან. ისინი ეროვნულ არქცივთან იკრიბებიან, საიდანც მსვლელობით ჯერ საზოგადოებრივ მაუწყებელთან გადაინაცვლებენ, შემდეგ კი რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას შეუეთდებიან.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ რეჟიმის ქმედებები შიშზე მიანიშნებს და მათ ყველა ღონე იხმარეს ხალხის გასაჩუმებლად და დასაშინებლად.

რეჟიმის ქმედებები მიანიშნებს შიშზე, მაგრამ ეს არ არის ჩვენი, არამედ ეს არის რეჟიმის შიში. ყველა ღონე იხმარა რეჟიმმა, რომ გავეჩუმებინეთ, დავეშინებინეთ, ეთქვა ჩვენთვის, რომ ქვეყანა მარტო მათ ეკუთვნით, ამიტომ უმნიშვნელოა ჩვენი მოსაზრება, პროტესტი. ახალი ქართული საზოგადოება დადგა შიშზე და ტერორზე მაღლა, ეს არის დიდი მონაპოვარი. როგორ გონია ამ რუსეთის მარიონეტ ხელისუფლებას, რომ ჩვენ გვაიძულებს, დავკარგოთ ჩვენი ქვეყანა? ჩვენ დასაკარგი არაფერი გვაქვს, ჩვენს უკან ჩვენი მშობლები დ შვილები დგანან და უნდა ვიბრძოლოთ.

ვითხოვთ სამართლიან ახალ არჩევნებს, თქვენც უნდა დაფიქრდეთ, გამოხვიდეთ ილუზიებიდან და დანიშნოთ ახალი არჩევნები. 

ჩვენი სალოდარობა პოლიტპატიმრებს, დაკავებულ ჟურნალიტს, როცა მედიის წარმომადგენელს გამოკეტავ გისოსებს მიღმა, აპატიმრებ სიტყვას, მინდა, გითხრათ რუსული “ოცნების“ მომხრეებო, მერე იქნება ძალიან გვიან, თქვენი სიტყვაც იქნება გისოსებში გამოკეტილი, ამიტომ გამოფხიზლდით. ჩვენ არავის ვუპირისპირდებით, ჩვენ არ ვითხოვთ იმას, რაც არ გვეკუთვნის“, - განაცხადა აქციის მონაწილემ.