სახალხო დამცველი რეჟიმის პროპაგანდაშია მხილებული - პროტესტი ლევან იოსელიანის წინააღმდეგ
სახალხო დამცველმა ხალხის ხმა ვერ გაიგო. ლევან იოსელიანმა მის ოფისთან მისული მოქალაქეები არც შენობაში შეუშვა და არც თვითონ გამოსულა მათთან სასაუბროდ. ომბუდსმენი რეჟიმის პროპაგანდაშია მხილებული. ქვეყნის მთავარ უფლებადამცველს უჭირს აღიაროს, რომ არჩევნები გაყალბდა და ქვეყანას მწამებელი რეჟიმი მართავს.
მეტი თვალსაჩინოებისთვის, მოქალაქეებმა სახალხო დამცველის ოფისთან მიიტანეს არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები და რეჟიმის მიერ ნაწამები ადამიანების ფოტოები. ხმაურიან პროსტესტს სახალხო დამცველმა მოგვიანებით უპასუხა. იოსელიანი ამბობს, რომ ომბუდსმენის ინსტიტუტი რამდენიმე აქტივისტის ჭკუაზე არ ივლის.
დეტალები ნახეთ, გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.