გაფიცვის რეჟიმში გადასული ქართველი სტუდენტები - პროტესტის ეპიცენტრად ლექციების ნაცვლად აუდიტორები იქცა

17.01.25 21:08
გაფიცვის რეჟიმში გადასული ქართველი სტუდენტები - პროტესტის ეპიცენტრად ლექციების ნაცვლად აუდიტორები იქცა

 

გაფიცვის რეჟიმში გადასული ქართველი სტუდენტები - ლექციების ნაცვლად აუდიტორები პროტესტის ეპიცენტრად იქცა. ახალგაზრდები, რომლებმაც საქართველოს გარუსების წინააღმდეგ ბრძოლა წამოიწყეს,  ფიქრობენ, რომ მხოლოდ ქუჩაში დგომა არ არის საკმარისი. პროტესტი უნდა ისმოდეს ყველგან და უწყვეტად.  

პროტესტის ტალღამ უკვე ათამდე უნივერსიტეტში იფეთქა.  დღეს იქნება მესამე ღამე , რომელსაც  სტუდენტები ისევ აუდიტორიებში  გაათენებენ. ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება-სანამ  მოთხოვნები არ შესრულდება, პროტესტი არ შეწყდება.  გაფიცულ სტუდენტებს აქტივისტები ყველა  საჭირო ნივთით  ამარაგებენ .

დეტალები ნახეთ, საბა სიჭინავას რეპორტაჟში.