ხმაური პროტესტის ეპიცენტრში - პოლიცია გადაკეტილი რუსთაველის გამზირის გახსნას ცდილობს
ამ წუთებში, სიტყვიერი დაპირისპირებაა პროტესტის ეპიცენტრში - როგორც აქციის მონაწილეები იუწყებიან, პოლიცია მიზანმიმართულად ცდილობს გადაკეტილი რუსთაველის გამზირის გახსნას.
მომიტინგეების თქმით, გომელაურის რაზმის თანამშრომლები მოუწოდებენ მოსახლეობას, დატოვონ ტერიტორია.