უწყვეტი პროტესტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან

17.01.25 21:24
უწყვეტი პროტესტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან

 

პროტესტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან - ყოველდღე, 19:00 საათზე მოქალაქეები პირველ არხთან იკრიბებიან და არხის  ხელმძღვანელობისგან პირდაპირი ეთერის დათმობას ითხოვენ, რათა საზოგადოებას ობიექტურად მიაწოდონ ქვეყანაში არსებული ვითარება. 

პროტესტის რეჟიმში გადასული მოქალაქეები ასევე ითხოვენ ვასილ  მაღლაფერიძის და თინათინ ბერძენიშვილის გადადგომას. 

ეს ტელევიზია არ არის სოლიდარული თავიანთი კოლეგების მიმარტაც. ფაქტობრივად, ბრძოლა დასჭირდანთ მედიის წარმომადგენლებს, რომ ამ ტელევიზიაში გაეჟღერებინა მზია ამაღოლბელის სახელი, თუ არ ჩავთვლის ვასილ ივანოვ ჩიქოვანს", - ამბობს აქციის მონაწილე. 

პროტესტის მონაწილეებმა მსვლელობით უკვე გადაინაცვლეს რუსთაველის გამზირზე და პროტესტის მთავარ ეპიცენტრს შეუერთდნენ.