"აღფრთოვანებული ვარ ქართველი ხალხის გზავნილებით" - ჯო უილსონს საქართველოდან გაგზავნილი დროშა გადასცეს
აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეს, კონგრესმენ ჯო უილსონს საქართველოდან გაგზავნილი დროშა გადასცეს.
უილსონი დროშასთან გადაღებულ ფოტოს სოციალურ ქსელში და წერს, რომ აღფრთოვანებულია ქართველი ხალხის გზავნილებით.
"მადლობელი ვარ, რომ მივიღე ეს ქართული დროშა, რომელსაც საქართველოს მამაცი ხალხი ატარებს საპროტესტო აქციებზე ივანიშვილის სასტიკი რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც დემონსტრანტებს წყლის ჭავლით გაუსწორდა. აღფრთოვანებული ვარ ქართველი ხალხის მიერ დროშაზე დაწერილი გზავნილებით," - წერს ჯო უილსონი.