როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 18 იანვარს

18.01.25 10:29
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 18 იანვარს

18  იანვარს საქართველოში ნალექი და ქარია მოსალოდნელი. 

დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. უმეტეს რაიონში ნალექი, მთაში თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში ზოგან ქარბუქი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში დღისით +3, +8°; მთაში დღისით  -1, +4°; მაღალმთაში დღისით -5,  0°.

აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ნალექი, მთაში თოვლის სახით. მაღალმთაში ზოგან ქარბუქი.  დასავლეთის  ქარი 10-15 მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში დღისით +4, +9°; მთაში დღისით 0, +5°;  მაღალმთაში დღისით  -6,  -1°.