"სასამართლო რეპრესიული სახელმწიფო მანქანის მექანიზმი და უკანონობის მთავარი დამკანონებელია" - მწარიაშვილი

18.01.25 11:30
"სასამართლო რეპრესიული სახელმწიფო მანქანის მექანიზმი და უკანონობის მთავარი დამკანონებელია" - მწარიაშვილი

ყოფილი პროკურორი, მაია მწარიაშვილი, რომელმაც მართლმსაჯულების სისტემაში წლები იმუშავა, სასამართლოს არა სამართლიანობის აღმდგენ ინსტიტუტად, არამედ რეპრესიული სახელმწიფოს მანქანის მთავარ მექანიზმად აცხადებს. 

მაია მწარიაშვილი "პირველებთან" პირდაპირ ამბობს, რომ დღესდღეობით სასამართლო უკანონობის მთავარი დამკანონებელია, რაც მაგალითად, უკანონოდ დაპატიმრებული მოქალაქეების პროცესების დროს, სხდომათა დარბაზშიც გამოიხატება. 

"სხდომაზე ადვოკატების ტევა არ არის, ბრალდებულებიც ასევე ერთმანეთზე სხედან. პატარა დარბაზი ემსახურება იმას, რომ საზოგადოების თვალი და ყური ნაკლებად იყოს" - აღნიშნავს ყოფილი პროკურორი. 

სახელმწიფო რეპრესიული მანქანა მთელი თავისი უკანონობით, ძალით, რესურსებით მოქმედებს ჩვენი ფუნდამენტური უფლებების წინააღმდეგ, განსხვავებული აზრის, კრიტიკის წინააღმდეგ. სასამართლო უნდა იყოს დაცვა მოქალაქის, რომ მოქალაქე არ მოხვდეს სახელმწიფოს უხეში მანქანის ქვეშ. სასამართლო, ჩვენ შემთხვევაში, რეპრესიული სახელმწიფო მანქანის მთავარი მექანიზმია. უკანონობის მთავარი დამკანონებელი არის სასამართლო.

სასამართლო დარბაზშიც აჩვენებს ამას მოქალაქეებს. სხდომაზე ადვოკატების ტევა არ არის, ბრალდებულებიც ასევე ერთმანეთზე სხედან. პატარა დარბაზი ემსახურება იმას, რომ საზოგადოების თვალი და ყური ნაკლებად იყოს, ნაკლები ადამიანი დაეტიოს დარბაზში. სამწუხაროდ, ასე ოპერირებენ სასამართლოები ამ ეტაპზე", - ამბობს მაია მწარიაშვილი.