თავდასხმა "საქართველოს ბანკზე" - თელაველი მზარეული ბრალის წარდგენის მოლოდინშია

11.09.21 10:31
თავდასხმა "საქართველოს ბანკზე" - თელაველი მზარეული ბრალის წარდგენის მოლოდინშია

ყვარელში, "საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულს ბრალს დღეს წაუყენებენ. თელაველი მზარეული, 49 წლის შალვა მელიქიშვილი დუმილის უფლებას იყენებს. 

დაკავებულის ადვოკატის, ლეილა გარსევანიშვილი, მომხდარის მოტივზე და სხვა დეტალებზე არ საუბრობს. 

ძალიან მშვიდად გამოიყურება, არაფერზე ღელავს. რაც შეეხება მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, ვერაფერს გეტყვით, ჩემთან არაფერი გამოუხატავს. რაც შეეხება იმას, აღიარებს თუ არა ჩადენილ დანაშაულს, ამაზე ვერაფერს გეტყვით. ასევე არ გვისაუბრია მის ფინანსურ პრობლემებზე. არც მიკითხავს, არც თვითონ უთქვამს", - ამბობს ადვოკატი.

50 წლამდე კაცი, თელავში მდებარე "საქართველოს ბანკის" ფილიალს 2 დღის წინ დაესხა თავს და მძევლები აიყვანა.  შალვა მელიქიშვილი რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ დააკავეს, თუმცა  პოლიციას არ უთქვამს იყო თუ არა ნამდვილი ხელყუმბა რა,  რომლითაც ის ბანკში შეიჭრა და აფეთქებით იმუქრებოდა.  ერთ-ერთი ვერსიით,  მელიქშვილს ხელში სასწავლო ხელყუმბარა ჰქონდა.

 "პირველების"  ინფორმაციით, აზარტული თამაშებით გატაცებულ თელაველ მზარეულს დიდი ფული ჰქონდა წაგებული.