ათი სხვადასხვა უნივერსიტეტის დერეფანში გათენებული ოთხი ღამე - სტუდენტების უწყვეტი პროტესტი გრძელდება

18.01.25 11:37
ათი სხვადასხვა უნივერსიტეტის დერეფანში გათენებული ოთხი ღამე - სტუდენტების უწყვეტი პროტესტი გრძელდება

ათი სხვადასხვა უნივერსიტეტის დერეფანში გათენებული ოთხი ღამე - სტუდენტების უწყვეტი პროტესტი გრძელდება.

ახალი არჩევნების ჩატარების და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნის გამო, ახალგაზრდები უმაღლესი სასწავლებლების შენობებიდან არ გამოდიან.

სასწავლებლის კორპუსებში ღამეს ათევენ თბილისის და ბათუმის უნივერსიტეტების სტუდენტებიც. ახალგაზრდები მიიჩნევენ, რომ მხოლოდ უწყვეტი პროტესტის  ფონზეა შესაძლებელი ივანიშვილის რეჟიმის უკან დახევა და ქვეყნის გაყინული ევროინტეგრაციის პროცესის ხელახლა დაწყება.

პროტესტის პარალელურად, სტუდენტები სხვადასხვა აქტივობებს გეგმავენ, ტარდება საჯარო ლექციები და ფილმის ჩვენებაც.

სოლიდარობა პატიმრებს, რეჟიმის ტყვეებს. სოლიდარობა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტს, ირაკლი მიმინოშვილს. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ რექტორი ჩამოვიდეს ჩვენთან, შეგხვდეს, გაგვესაუბროს და გაკეთდეს სოლიდარული განცხადება სეუს Facebook გვერდზე", - ამბობენ სტუდენტები.