უკრაინაში გმირულად დაღუპული ქართველი მებრძოლი სამშობლოში ჩამოასვენეს

18.01.25 11:41
უკრაინაში გმირულად დაღუპული ქართველი მებრძოლი სამშობლოში ჩამოასვენეს

უკრაინაში გმირულად დაღუპული ქართველი მებრძოლი სამშობლოში ჩამოასვენეს - კახა თილიძის ცხედარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მისი ნათესავები და მეგობრები დახვდნენ.

რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლ ქართველს, სავარაუდოდ, სამშაბათს, 21 იანვარს დაკრძალავენ, მანამდე კი გაიმართება მისი სამოქალაქო პანაშვიდები.

კახა თილიძე საქართველოს ძალოვან უწყებაში 11 წელი მსახურობდა. მონაწილეობდა 2014 წლის რუსეთ-უკრაინის ომშიც, წრთვნიდა და ამზადებდა უკრაინელ ოფიცრებს. კახა თილიძე ზაპოროჟიეს მიმართულებაზე ქუჩის ბრძოლებისას დაიღუპა.