პროტესტის 52-ე დღე - დღის განმავლობაში დაგეგმილი აქციების განრიგი ცნობილია

18.01.25 11:48
პროტესტის 52-ე დღე - დღის განმავლობაში დაგეგმილი აქციების განრიგი ცნობილია

პროტესტის 52-ე დღე - ცნობილია აქცია-მსვლელობათა განრიგი, რომელიც დღეს, 18 იანვარს, თბილისსა და რეგიონებში გაიმართება.

  • 14:00 – „მსვლელობა პოლიციური რეჟიმის წინააღმდეგ!“ - სარაჯიშვილის მეტრო
  • 15:00 – „გავაპროტესტოთ უსამართლო სასამართლოს განაჩენი!“ - კორნელი ჩალაძის #1, წინასწარი დაკავების იზოლატორთან
  • 18:00 – „მარში “ვეფხისტყაოსნით” თავისუფლებისაკენ“ - შოთა რუსთაველის ძეგლი
  • 19:00 - აქცია საქართველოს პარლამენტთან
  • 19:00 - აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან
  • 20:30 – „დაუმორჩილებლობის მსვლელობა ნიღბებით“ - ფილარმონია
  • 21:00 - საჯარო ლექცია - „ღია სივრცის ტექნოლოგიები პოლიტიკური გარდაქმნისთვის“ - ქაშვეთსა და კლასიკურ გიმნაზიას შორის
  • 21:30 - საჯარო დისკუსია - „როგორი სახელმწიფო გვინდა“ - არწივის ქვეშ
  • რაც შეეხება რეგიონებს, ქუთაისში, 19:00 საათზე, მერიის წინ გაიმართება აქცია სახელწოდებით „კი ევროპას, არა რუსეთს!“
  • ბათუმში, 19:00 საათზე მოქალაქეები საკონსტიტუციო სასამართლოსთან გამართავენ აქციას - „სამშობლოს სამსახურში!“
  • ზუგდიდში, 17:00 საათზე - „ბრძოლა გამარჯვებამდე“ - სამხარეო ადმინისტრაციის წინ
  • თელავში, 18:00 – „უწყვეტი პროტესტი თელავში!“ - მერიის წინ
  • ახალციხეში, 18:00 საათზე - „არა რუსულ რეჟიმს“ - შოთა რუსთაველის ძეგლთან.