ფარავნის უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

18.01.25 14:17
ფარავნის უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

 უამინდობის გამო, ფარავნის უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება'', - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

 ფარავანი-ნინოწმინდის მონაკვეთზე კი მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. 

რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ამავე საავტომობილო გზის კმ111-კმ146 (ფარავანი-ნინოწმინდა) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საავტომობილო გზის კმ1-კმ93 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია," - ნათქვამია განცხადებაში.