"უსამართლო სასამართლო" - მოქალაქეები მსვლელობით თემქის პოლიციის შენობასთან მიდიან

18.01.25 15:25
"უსამართლო სასამართლო" - მოქალაქეები მსვლელობით თემქის პოლიციის შენობასთან მიდიან

საქართველოში პროტესტის 52-ე დღეს საპროტესტო აქცია მეტროსადგურ სარაჯიშვილზე მიმდინარეობს - დემონსტრანტები მსვლელობით გურამიშვილის გამზირზე გადაინაცვლებენ, საბოლოო გაჩერება კი თემქის პოლიციის შენობა იქნება.

"უსამართლო სასამართლო", "ხალხის ძალის გეშინოდეთ" - ამ შინაარსის ტრანსფარანტები აქვთ ევროპული მომავლის მცველებს ადგილზე მიტანილი, რომლებიც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასა და რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებას ითხოვენ. 

მოთხოვნები არის ულევი, თუმცა პირველი, რასაც ვითხოვთ, ეს არის თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, სამართლიანობის აღდგენა და არჩევნები'' - ამბობს მსვლელობის მონაწილე.