პროტესტი ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში - ახალგაზრდები ღამეს უნივერსიტეტში ათევენ
პროტესტია ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტშიც. სტუდენტები ახალი არჩევნების ჩატარებას და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით ღამეს უნივერსიტეტში ათევენ.
ევროპული მომავლის მცველი ახალგაზრდები ამბობენ, რომ ვიდრე "ქართული ოცნება" უკან არ დაიხევს და საერთო სახალხო მოთხოვნებს არ გაითვალისწინებენ, იქამდე საპროტესტო ტალღა არ ჩაცხრება.
მე მახსოვს წინა რეჟიმებიც და არ მომწონდა ის რეჟიმები ამის გამო. თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ერთი რეჟიმი არ მოგვწონს შეუძლებელია, მეორე რეჟიმს თავი დავუხაროთ. თუ ჩვენ არ გვინდა ესეთ პოლიციურ რეჟიმში ცხოვრება, მაშინ უნდა შევცვალოთ ეს. ამიტომ გავერთიანდით სტუდენტები, გამოვედით უნივერსიტეტების ფოიეში, აქამდე ქუჩაში ვიყავით, თუმცა გადავწყვიტეთ, რომ უნივერსიტეტების კედლებიდან უნდა ისმოდეს ჩვენი ხმა'', - ამბობს ერთ-ერთი გაფიცული სტუდენტი.
ათი სხვადასხვა უნივერსიტეტის დერეფანში სტუდენტების უწყვეტ პროტესტს აგრძელებენ. ახალი არჩევნების ჩატარების და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნის გამო, ახალგაზრდები უმაღლესი სასწავლებლების შენობებიდან არ გამოდიან.