თემქის პოლიციასთან გოგა მემანიშვილიც მოაბილიზეს

18.01.25 17:28
თემქის პოლიციასთან გოგა მემანიშვილიც მოაბილიზეს

თემქის პოლიციასთან, სადაც რამდენიმე წუთის წინ სულ მცირე 6 მოქალაქე დააკავეს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, გოგა მემანიშვილიც მოაბილიზეს.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ აკავებდა ერთ ქალს პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი, გოგა მემანიშვილი პასუხობს - "რამდენი პოლიციელიც იქნება საჭირო დაკავების დროს, იმდენი პოლიციელი დააკავებს".

რამდენი პოლიციელიც იქნება საჭირო დაკავების დროს, იმდენი პოლიციელი დააკავებს. ერთ ადამიანზე არ ვიცით ეხლა, ნიღბებში იყვნენ, ქალი იყო, კაცი იყო, მაგას გავარკვევთ. დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა არ ვიცი, გეტყვით მოგვიანებით" - ამბობს გოგა მემანიშვილი. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მოქმედებაზე გადავიდნენ და დაკავებების სერია განაახლეს. სარაჯიშვილის გამზირიდან საპროტესტო მსვლელობით თემქის პოლიციის შენობასთან მისული სულ მცირე 6 მოქალაქე პოლიციამ ძალის გამოყენებით დააკავა.

დემონსტრანტები "პირველებთან" ამბობენ, რომ ევროპული მომავლის მცველებს ხელბორკილები პირბადის ტარების გამო დაადეს.