რესტორან "ბაბილოსთან" დაკავებული შაკო მაღრაძე საავადმყოფოში გადაიყვანეს - ადვოკატი

18.01.25 17:54
რესტორან "ბაბილოსთან" დაკავებული შაკო მაღრაძე საავადმყოფოში გადაიყვანეს - ადვოკატი

რეჟიმის მიერ რესტორან "ბაბილოსთან" დაკავებული შაკო მაღრაძე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მაღრაძე ქირურგიის ეროვნულ ცენტრშია გადაყვანილი. 

"ბაბილოსთან დაკავებული ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი შალვა მაღრაძე გადაიყვანეს საავადმყოფოში," - წერს გუჯა ავსაჯანიშვილი.

შეგახსენებთ, რომ 12 იანვარს მოსამართლეები რესტორან "ბაბილოში" ქეიფის პარალელურად, ადგილზე მთელი დღის განმავლობაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. პოლიციამ ჯამში ადმინისტრაციული წესით 9 ადამიანი დააკავა. სასამართლომ  შაკო მაღრაძეს 12-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.