თემქის პოლიციის შენობასთან დაკავებულთა შორის რეჟისორი გურამ მაცხონაშვილია
თემქის პოლიციის შენობასთან დაკავებულთა შორის რეჟისორი გურამ მაცხონაშვილია.
ადგილზე მყოფი მოქალაქეების ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არიან მარიამ პაიჭაძე, სონა კალანდაძე, თამარა ჩუმაშვილი, რომან აკოპოვი და მარიამ გილაშვილი.
საპოლიციო რეჟიმის წინააღმდეგ მარშის მიმდინარეობისას დემონსტრანტებს პოლიციამ ნიღბების მოხსნა მოსთხოვა. აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველებს უთხრეს, რომ არ ემორჩილებიან აღნიშნულ კანონს, რის შემდეგაც პოლიციამ 6 პირი ძალის გამოყენებით დააკავა.