"ბოროტსა სძლია კეთილმან" - თბილისში "ვეფხისტყაოსნის თავისუფლებისაკენ" მარში მიმდინარეობს
ამ წუთებში, თბილისში "ვეფხისტყაოსნის თავისუფლებისაკენ" მარში მიმდინარეობს - მსვლელობა რუსთაველის მეტროდან დაიძრა. "ბოროტსა სძლია კეთილმან" - ამ შინაარსიანი პლაკატებით, მოქალაქეები პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან.
აქციის მონაწილეებს შორის არიან ოპოზიციონერი ლიდერები - გია ჯაფარიძე და თინა ბოკუჩავა.
"მე ვარ ძველი ფილოლოგი, რუსთველოლოგი, როცა საქმე "ვეფხისტყაოსანს" ეხება, ცხადია შემოვუერთიდ ამ მარშს. ჩვენი სათქმელი არის ერთი - უპირობო გათავისუფლება უკლებლივ ყველა სინდისის პატიმარს და ხელახალი არჩევნების დანიშვნა", - ამბობს გია ჯაფარიძე.