სასამართლომ მარიამ სიჭინავა და კერენ ესებუა 5 000-5 000 ლარით დააჯარიმა

18.01.25 19:23
სასამართლომ მარიამ სიჭინავა და კერენ ესებუა 5 000-5 000 ლარით დააჯარიმა

ზუგდიდის სასამართლომ  "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი მარიამ სიჭინავა და აქტივისტი კერენ ესებუა 5 000-5 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება მოსამართლე ფატი ფურცხვანიძემ მიიღო. 

შეგახსენებთ, რომ მარიამ სიჭინავა და კერენ ესებუა ზუგდიდში, გუბერნიის შენობის წინ პიროტექნიკის სროლის გამო 16 იანვარს დააკავეს.