თავისუფლება მზია ამაღლობელს! - მშრალი ხიდიდან გიგანტური ბანერი გადაფინეს
თავისუფლება მზია ამაღლობელს! - მშრალი ხიდიდან "ნეტგაზეთი/ბათუმელების" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მხარდამჭერი გიგანტური ბანერი გადაფინეს.
ადგილზე შეკრებილები არიან მზია ამაღლობელის კოლეგები და აქტივისტები არიან შეკრებილები. ისინი მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.
ცნობისთვის, მზია ამაღლობელი ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან 11 იანვარს მიმდინარე აქციის დროს, თავდაპირველად, ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.
გამოცემა "ბათუმელების" დამფუძნებელს რეჟიმმა ბრალი ოფიციალურად 13 იანვარს წარუდგინა. მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმის, 353-ე პრიმა მუხლით გაასამართლებენ. ბრალის დადგენილება პროკურორებმა ჟურნალისტს ბათუმის იზოლატორში გააცნეს. დაკავებული ქალი ახლა დუმილის უფლებას იყენებს. ჟურნალიტის ინტერესებს სასამართლოში "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იცავს. მუხლი, რომელიც მზია ამაღლობელს წარუდგინეს, 7 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.