პასუხი ოლიგარქის რეპრესიებს - მოქალაქეები აქციაზე ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიანი ნიღბებით მივიდნენ

18.01.25 20:59
პასუხი ოლიგარქის რეპრესიებს - მოქალაქეები აქციაზე ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიანი ნიღბებით მივიდნენ

 

 

ამ წუთებში, ფილარმონიასთან ნიღბების აკრძალვას და რეჟიმის სისასტიკეს აპროტესტებენ. ადგილზე შეკრებილ აქციის მონაწილეთა ნაწილს ივანიშვილის გამოსახულებიანი ნიღბები უკეთიათ და ამ ფორმით აპროტესტებენ ოლიგარქის რეპრესიებს.

"ცეცხლი ოლიგარქიას!" - სკანდირებენ აქციის მონაწილეები. 

პროტესტის მონაწილეებს უჭირავთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. მათ დემონსტრაციულად ფოიერვერკიც ისროლეს.

აქციის მონაწილეების განმარტებით, ფილარმონიიდან მსვლელობით გაემართებიან პარლამენტთან და იქ მიმდინარე აქციას შეუერთდებიან.